суббота, 24 сентября 2016 г.

მეხუთე დღე

ტრენინგი დავიწყეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალის გამეორებით.შემდეგ ვნახეთ ტრენერის გვერდი სადაც განთავსებული იყო ჩვენი ბლოგები. ვისწავლეთ Google Forms-ში მუშაობა და გავაკეთეთ წინარე ცოდნის დასადგენი ტესტი. გადავხედეთ შეფასების ფორმებს და ჩვენთვის საჭირო ფომრა გადავიტანეთ ჩვენ დრაივში და გაუკეთეთ ადაპტირება. ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე და მივიღეთ საშინაო დავალება: მოსწავლის სვარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია.

მესამე დღე

ტრენინგზე გავიხსენეთ მეორე დღეს შესწავლილი მასალა.ვიმსჯელეთ  პროექტებით სწავლების უპირატესობაზე. განვიხილეთ სხვადასხვა ხასიათის კითხვები კერძოდ: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ჩავინიშნეთ საშინაო დავალება.

понедельник, 12 сентября 2016 г.

მეორე დღე

ტრენინგის დაწყებისას გავიხსენეთ პირველ დღეს გავლილი მასალა. შემდეგ განვიხილეთ  სახელმძღვანელოში წინასწარი დაგეგმვის საფეხურები. გაუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი იდეები. ჩვენს საქაღალდეებში შევინახეთ  ფაილი. განვიხილეთ საიტი ncp.ge  საიდანაც ამოვიწერეთ სტანდარტები და ინდიკატორები. ვიმსჯელეთ თუ როგორია ბუნდოვვანი და სპეციალური მიზნები და შემდეგ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი მიზნები. დღევანდელ დღემ ძალიან ნაყოფიერდ ჩაიარა.

воскресенье, 11 сентября 2016 г.

პირველი დღე

   11 სექტემბერს დავიწყეთ ტრენინგი ''პროექტებით სწავლება". ტრენერმა პირველ რიგში გაგვაცნო  პროექტის მიზნები და ამოცანები.  სერთიფიცირების პირობები. გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს და ვისწავლეთ მასში ნავიგაცია.ასევე ვნახეთ მზა პროექტები. გავეცანით  21 საუკუნის უნარ-ჩვევებს და შევქმენით ბლოგი.მივიღეთ საშინაო დავალება.