пятница, 7 октября 2016 г.

მეცხრე დღე

     მიმდინარე ტრენინგის განმავლობაში შევისწავლეთ პროექტებით სწავლება, რომელიც ხელს გვიწყობს პროფესიულ განვითარებაში. ვისწავლეთ draiv-ში მუშაობა. გავეცანით გეგმის შაბლონს, რომელშიც ყველაფერი ჩამოყალიბებულია თანმიმდევრობით. შევთანხმდით, რომ პროექტები კეთდება თემატური ერთეულის შემდეგ.განვიხილეთ ესგ-ს მიხედვით სტანდარტების და ინდიკატორების  შერჩევის აუცილებლობა.გავწერეთ მიზნები და აქტივობები.შევქმენით ონლაინ ტესტები. მთლინი ტრენინგი ძალიან დატვირთული იყო საინტერესო სიახლეებით, ყოველი დღე იყო აქტიური და ნაყოფიერი. დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნას.

воскресенье, 2 октября 2016 г.

მერვე დღე

ტრენინგის დაწყებისას გავიხსენეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა.მოვაწესრიგეთ პროექტის გეგმა მასში შევავსეთ ყველა პუნქტი. პორტფოლიოს საქაღალდე   მივაბით ჩვენს ბლოგს და გავაზიარეთ, დავხვეწეთ  ბლოგის დიზაინი. საშინაო დავალებად მივიღეთ - პროექტის პრეზენტაციის მომზადება.

მეშვიდე დღე

გავიხსენეთ ტრენინგის მეექვსე დღეს ნასწავლი მასალა. განვიხილეთ ტრენერის მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, ჩვენი კოლგების ნამუშევრები. დავხვეწეთ ჩვენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე. დაწვრილებით განვიხილეთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები, მოვიყვანეთ მაგალითები ჩვენი პრაქტიკიდან. გავწერეთ აქტივობები გეგმაში. 

მეექვსე დღე

დღეს გავეცანით ინფორმაციის საავტორო უფლებების შესახებ და ვისწავლეთ, როგორ დავიცვათ ჩვენი და სხვისი უფლებები. ვიმუშავეთ poverpointshi .ჩვენი პროექტის პრეზენტაციის ჩეკლისტების გამოყენებით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი, რომელიც გადავიტანეთ  draivshi.

суббота, 24 сентября 2016 г.

მეხუთე დღე

ტრენინგი დავიწყეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალის გამეორებით.შემდეგ ვნახეთ ტრენერის გვერდი სადაც განთავსებული იყო ჩვენი ბლოგები. ვისწავლეთ Google Forms-ში მუშაობა და გავაკეთეთ წინარე ცოდნის დასადგენი ტესტი. გადავხედეთ შეფასების ფორმებს და ჩვენთვის საჭირო ფომრა გადავიტანეთ ჩვენ დრაივში და გაუკეთეთ ადაპტირება. ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე და მივიღეთ საშინაო დავალება: მოსწავლის სვარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია.

მესამე დღე

ტრენინგზე გავიხსენეთ მეორე დღეს შესწავლილი მასალა.ვიმსჯელეთ  პროექტებით სწავლების უპირატესობაზე. განვიხილეთ სხვადასხვა ხასიათის კითხვები კერძოდ: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ჩავინიშნეთ საშინაო დავალება.

понедельник, 12 сентября 2016 г.

მეორე დღე

ტრენინგის დაწყებისას გავიხსენეთ პირველ დღეს გავლილი მასალა. შემდეგ განვიხილეთ  სახელმძღვანელოში წინასწარი დაგეგმვის საფეხურები. გაუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი იდეები. ჩვენს საქაღალდეებში შევინახეთ  ფაილი. განვიხილეთ საიტი ncp.ge  საიდანაც ამოვიწერეთ სტანდარტები და ინდიკატორები. ვიმსჯელეთ თუ როგორია ბუნდოვვანი და სპეციალური მიზნები და შემდეგ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი მიზნები. დღევანდელ დღემ ძალიან ნაყოფიერდ ჩაიარა.